29.10.2025 18:13
მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ დირექტორს 300 ათასლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა. პროკურატურის შუამდგომლობა მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ დააკმაყოფილა.
დაცვის მხარე პროცესზე 50 ათასლარიან გირაოს ითხოვდა. დავით ტაბიძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ.
გამოძიების ინფორმაციით, ტაბიძის საქმე უკავშირდება 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 მილიონზე მეტი ლარის თაღლითურად დაუფლებას.
პროკურატურის ინფორმაციით, ამავე კორუფციულ სქემაში იყვნენ ჩართულები შპს "ლაგი კაპიტალის" ხელმძღვანელებიც.
ავტორ(ებ)ი :