პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა 23.11.2025 11:19

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის ძებნილი პირი - თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1992 წელს დაბადებული დ.ქ. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. ის აღნიშნული დანაშაულისთვის მიმდინარე წლის სექტემბრიდან იძებნებოდა. პოლიციამ დ.ქ. ბათუმში დააკავა. დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ