25.11.2025 23:41
ტრაგედია უგმიროდ - ასე უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ ციხიდან გავრცელებულ ამბავს. ოპოზიციონერი ამტკიცებს, რომ მას შეწყალება შესთავაზეს და უარი თქვა. შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რომ ჯაფარიძემ დეზინფორმაცია გაავრცელა იმ პროცედურასთან დაკავშირებით, რომელიც მას კანონის მიხედვით სხვა მსჯავრდებულების მსგავსად მიაწოდეს.
ზურა გირჩი ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს იუსტიციის სამინისტროც. პენიტენციურმა სამსახურმა, "კურიერს" წერილობით განუმარტა, რომ დადგენილი პროცედურის თანახმად, მასთან სოციალური მუშაკი შევიდა და კანონის შესაბამისად, დროებით ვადამდე გათავისუფლების კომისიაზე წარსადგენად წერილის დაწერა შესთავაზა, რომელსაც შემდეგ კომისია განიხილავს.
გრიგოლ გეგელია ერთ-ერთი იყო, რომელმაც საზოგადოების დიდი ნაწილის მსგავსად დღეს გაიგო, რომ ჯაფარიძეს არა შეწყალება, არამედ ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიისთვის მიმართვის შესაძლებლობა შესთავაზეს.
ვიდრე ოპოზიციონერები კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერის გათავისუფლებას ელოდებიან, მმართველი გუნდი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს წარსულ ქმედებებსაც ახსენებს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს, მიზანმიმართულად დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავოს.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 6 თვეა სასჯელს იხდის, მას საპატიმრო ვადის ამოწურვამდე ერთი თვე აქვს დარჩენილი.
ავტორ(ებ)ი :