მარნეულში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლემ მოსწავლე დაჭრა 12.12.2025 17:49

მარნეულში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლემ მოსწავლე დანით თავსა და კისრის არეში დაჭრა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, დაჭრას წინ მოსწავლეებს შორის ჩხუბი უძღოდა.

არსებული ინფორმაციით, მოსწავლე, რომელსაც თავსა და კისრის არეში დაზიანება აღენიშნებოდა, კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ