შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე დააკავა 13.12.2025 11:12

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე1995 წელს დაბადებული ს.თ დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურემ, ს.თ.-მ უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ", რომელსაც იგი ასევე უკანონოდ ინახავდა.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ