სასაზღვრო პოლიციის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სამი პირი დააკავეს 16.12.2025 11:27

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი პირი დააკავეს.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები 1977 წელს დაბადებული ე.ქ. 1982 წელს დაბადებული მ.უ. და 1975 წელს დაბადებულ ს.ქ. საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე პირის უკანონოდ გადაყვანას ცდილობდნენ.

გამოძიებით დადგინდა, რომ გამოვლენილი ორგანიზებული ჯგუფის წევრები, სატვირთო ავტომანქანის მისაბმელში მოწყობილი სამალავის მეშვეობით, დიდი ოდენობის თანხის სანაცვლოდ, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „სარფის" გავლით, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე, მოქალაქის უკანონოდ გადაყვანას ცდილობდნენ.

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულებისთვის საზღვრის უკანონო გადაკვეთის მომზადებისთვის ფულადი თანხის გადაცემის საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული ფაქტის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განახორციელეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, საკონტროლო შესყიდვის დროს გადაცემული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-25-344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ