აშშ-ის სანქციები გოჩა ლორთქიფანიძისა და ერდენებალსურენ დამდინის მიმართ წარმოადგენს თავდასხმას მიუკერძოებელი სასამართლო ინსტიტუტის დამოუკიდებლობაზე -ჰააგის საერთაშორისო სასამართლო 18.12.2025 23:45

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო გმობს აშშ-ის მიერ საერთაშორისო სასამართლო ორი მოსამართლის, გოჩა ლორთქიფანიძისა და ერდენებალსურენ დამდინის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.

„ეს სანქციები წარმოადგენს აშკარა თავდასხმას მიუკერძოებელი სასამართლო ინსტიტუტის დამოუკიდებლობაზე, რომელიც მოქმედებს მისი მონაწილე სახელმწიფოების მიერ სხვადასხვა რეგიონიდან მინიჭებული მანდატის შესაბამისად. მონაწილე სახელმწიფოების მიერ არჩეული მოსამართლეებისა და პროკურორების წინააღმდეგ მიმართული ასეთი ზომები ძირს უთხრის კანონის უზენაესობას. როდესაც სასამართლო ორგანოებს საფრთხეს უქმნიან კანონის აღსრულების გამო, საფრთხე ემუქრება თავად საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლო მტკიცედ დაუჭერს მხარს თავის პერსონალს.

„სასამართლო გააგრძელებს თავისი მანდატის შესრულებას დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად, რომის სტატუტის სრული დაცვით და საერთაშორისო დანაშაულების მსხვერპლთა ინტერესებიდან გამომდინარე. საერთაშორისო სასამართლო აფასებს მონაწილე სახელმწიფოების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ყველა იმ პირის სოლიდარობის თანმიმდევრულ დემონსტრირებას, ვინც მხარს უჭერს კანონის უზენაესობას და სამართლიანობას საერთაშორისო დანაშაულების მსხვერპლთათვის. სასამართლო გააგრძელებს მუშაობას ყველა პარტნიორთან ერთად, რათა უზრუნველყოს მისი მანდატის ეფექტური და დამოუკიდებელი განხორციელება“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 აშშ-მა ისრაელთან დაკავშირებული გამოძიებისთვის ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს ორ მოსამართლეს, გოჩა ლორთქიფანიძესა და ერდენებალსურენ დამდინს სანქციები დაუწესა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ