25.12.2025 12:17
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2006 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე ბ. კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„პატრულ-ინსპექტორებმა თბილისში, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, სარეალიზაციოდ დაფასოებული 153 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ნივთმტკიცებად ამოიღეს. სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორ(ებ)ი :