ქვემო ქართლის პოლიციამ გარდაბანში სხვადასხვა დროს ჩადენილი ქურდობისთვის ძებნილი პირი დააკავა 27.12.2025 13:01

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 28 აგვისტოდან სხვადასხვა დროს ჩადენილი ქურდობისთვის ძებნილი - 1992 წელს დაბადებული ფ.ა. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მსჯავრდებული გარდაბანში, საცხოვრებელ სახლებში სხვადასხვა დროს ქურდობის მიზნით შევიდა, საიდანაც საყოფაცხოვრებო ნივთებს და ტექნიკას ფარულად დაეუფლა.

ჩადენილი დანაშაულებისთვის ფ.ა.-ს გარდაბნის რაიონული სასამართლოს მიერ თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.

დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ