სამართალდამცველებმა ბათუმში ყაჩაღობის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავეს 07.01.2026 13:44

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოსა და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით ძებნილი - 2005 წელს დაბადებული შ.ა. ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, მსჯავრდებული თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის პირველი დეკემბრიდან არაერთგზის ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით იძებნებოდა.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ