საპატრულო პოლიციამ აჭარაში ინტერპოლით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა 18.01.2026 11:58

 

საპატრულო პოლიციამ აჭარაში ინტერპოლით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს აჭარის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 1986 წელს დაბადებული თურქეთის მოქალაქე ს.ქ. დააკავეს.

ს.ქ. თურქეთის რესპუბლიკის მიერ, სექსუალური ექსპლუატაცია/პროსტიტუციის ბრალდებით იძებნებოდა.

დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს", - წერია განცხადებაში.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ