51-ე სკოლასთან დაკავებულ პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა 23.01.2026 22:21

51-ე სკოლასთან დაკავებულ პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა | დაკავებულმა სასამართლოზე სიტყვითაც ისარგებლა. მის კომენტარს "რადიო თავისუფლება" ავრცელებს:

 

 "გულწრფელად რომ გითხრათ, გონი დავკარგე. თავი მეგონა ერაყში, ბრძოლის ველზე და პანიკაში ვიყავი. განცდა მქონდა, რომ უბედურება ხდებოდა და ვყვიროდი, არ მომკარებოდნენ. მადლობელი ვარ, რომ იქვე დამაკავეს... წინა შემთხვევაც [განაჩენი რაზეცაა]... ახლა თითქოს გამოვჯანმრთელდი... წამლებს ვიღებდი, მაგრამ ვარჯიში ისე მეხმარებოდა, დოზას მოვუკელი" -  თქვა მან.

 

 კაცი 51-ე სკოლასთან 22 იანვარს დააკავეს. მის წინააღმდეგ საქმე სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 5-დან 8 წლამდე პატიმრობით ისჯება. 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ