27.01.2026 11:22
ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს. ინფორმაციას ადასტურებს ილია ღუდუშაურის ადვოკატი, დიმიტრი მჭედლიშვილი.
ადვოკატის თქმით, ღუდუშაური წუხელ დააკავეს. დაკავებული ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
ადვოკატის ინფორმაციით, ჯერ უცნობია, რას ედავებიან ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს. მას საქმის მასალები არ გადასცემია და არ იცის, რა ბრალდებით არის დაკავებული ილია ღუდუშაური.
"ახლა ჩავერთე საქმეში. როგორც ვიცი, ბრალი არ აქვს წარდგენილი. საქმის მასალები ჯერ არ გადმოგვცემია, არ ვიცნობ. დღეს ვგეგმავ შესვლას და მონახულებას, შესაძლოა, ეს დაემთხვეს ბრალის წარდგენასაც. როგორ ვიცი, წუხელ დააკავეს",-განაცხადა ადვოკატმა.
ილია ღუდუშაური ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას ზურაბ აზარაშვილის მინისტრობის დროს იკავებდა.
ავტორ(ებ)ი :