27.01.2026 15:54
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში უცხო ქვეყნის 87 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გაძევებულ იქნა თურქეთის, ჩინეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, ირანის, თურქმენეთის, ეგვიპტის, ნიგერიის, რუსეთის, ყაზახეთის, იორდანიის, ბანგლადეშის, ტაილანდის, ისრაელის, ლიბანის, სამხრეთ აფრიკის, სუდანისა და სირიის, ჯამში, 87 მოქალაქე.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
ავტორ(ებ)ი :