ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და-ძმის ცხედარი იპოვეს 27.01.2026 16:21

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარის აღმართში და-ძმის ცხედარი, სახლთან ახლოს იპოვეს.

შემთხვევა გუშინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, არცერთ მათგანს დაზიანების კვალი არ აღენიშნება და ორივე მათგანის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მულით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ