ეკა ბესელიას შვილი, რატი მილორავა დააკავეს 31.01.2026 18:01

პოლიტიკური პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერის, ეკა ბესელიას შვილი რატი მილორავა ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, რატი მილორავა არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რა დროსაც პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა და დააკავეს. შემთხვევა თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ რატი მილორავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ