რუსთავში 19 წლის გოგო მოიტაცეს და გააუპატიურეს — დაკავებულია სამი პირი 03.02.2026 20:23

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამმა პირმა 19 წლის გოგო ცოლად მოყვანის მიზნით ძალის გამოყენებით ჩასვა მანქანაში და გარდაბნის მუნიციპალიტეტში წაიყვანა.

მათ გოგონას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მამაკაცმა მასზე სექსუალურად იძალადა. სამართალდამცველებმა ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს. მათ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ