ლევან იოსელიანი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ბაჩო ახალაიას, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ სააკაშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და ლევან ხაბეიშვილს შეხვდა 04.02.2026 16:39

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ბაჩო ახალაიას, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ სააკაშვილს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ლევან ხაბეიშვილს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

„საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა 4 თებერვალს რუსთავის მე-12 ნახევრად ღია და დახურული ტიპის პენიტენციური დაწესებულება მოინახულა.

სახალხო დამცველი შეხვდა დაწესებულების ადმინისტრაციას, გაეცნო პატიმართა საცხოვრებელ პირობებს, გაესაუბრა დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს: ბაჩო ახალაიას, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ სააკაშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და ლევან ხაბეიშვილს.

სახალხო დამცველი რეგულარულად ახორციელებს პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს და პატიმართა უფლებებზე ზედამხედველობას", - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ