11.02.2026 18:12
დამატებით ბრალს რაც შეეხება, მამა ვარ და სანამ სული მიდგას ჩემი შვილისთვის ვიბრძოლებ! - ჩემი შვილი სპორტსმენი იყო, წამყვანი ფეხბურთელი, სწავლის და ვარჯიშის მეტს არაფერს აკეთებდა, ახლა პროკურატურა ცდილობს, სახელი გაუტეხოს , - ამის შესახებ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ალექსანდრე გაბაშვილის მამამ განაცხადა, რითაც პროკურატურის მიერ გიგა ავალიანის საქმეში ბრალდებული პირებისთვის, ჯგუფური ძალადობის სხვადასხვა ეპიზოდში ბრალის დამძიმებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ლიფტში, დანით ხელში, ნამდვილად მისი შვილია.
„ბრალს არ ვეთანხმებით. გუშინ ვნახე ვიდეო, იქ ჩემი შვილი არ ჩანს საერთოდ. მიკვირს, რატომ ავრცელებს პროკურატურა ასეთ განცხადებებს პირდაპირი მტკიცებულებების გარეშე, რომ ეს ბავშვები ნამდვილად არიან ჩართულები ამ ჩხუბებში.
ლიფტში, დანით ხელში, ნამდვილად ჩემი შვილია. საგამოძიებო უწყებამ დადოს მტკიცებულება, რომ სისხლიანი ფეხსაცმელ ჩემი შვილის არის. მე ვყიდულობ ფეხსაცმელს, ვიცი, ეს არ არის ჩემი შვილი!
გამოძიების დროს ტელეფონები და კომპიუტერები ამოიღეს. ჩემი შვილის ტელეფონიდან არ არის წამოღებული ის ვიდეოები. სახის დაფარვის გარეშე მაქვს ნანახი ვიდეოები, იქ ჩემი შვილი არ არის.
დამატებით ბრალს რაც შეეხება, მამა ვარ და სანამ სული მიდგას ჩემი შვილისთვის ვიბრძოლებ! მოვითხოვ სამართალს. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ყველანაირი ძალადობის და ვგმობ იმ ამაზრზენ კადრებს, რაც გუშინ ვნახეთ. თუ თეორიულად ჩემი შვილი როდისმე აღმოჩნდება მაგ კადრებში, მოგვეთხოვოს კანონიერად, სანამ არ არის მტკიცებულება, რომ ის არის და ის ბავშვი არ არის, კადრებით ნუ აგვკიდებს პროკურატურა იმას, რაც არ დაგვიშავებია.
პროკურატურა რამდენიმე თვეა გვებრძვის. ჯერ დაგვიდეს ქვა, შემდეგ მოწმეებს ჩვენებები შეაცვლევინეს, შემდეგ დაიჭირეს არასრულწლოვანი ბავშვები მიმოწერისთვის. ასრულებენ იმ დაკვეთას, რაც ეკამ გაავრცელა, ანა ამას გააკეთებ, ან ადგილიდან მოხსნიო". უნდოდათ ჯგუფური?! ძირითადი საქმის მასალებიდან გამომდინარე არანაირი საქმის მასალები არ იყო ჯგუფურის მტკიცებულება, ახლა ცილობენ 1 წლის წინ ვიღაცის ტელეფონში ვიდეო იპოვეს და აგერ თურმე ამიტომ არიან ჯგუფშიო.
არც მე და არც ჩემს შვილს არასდროს ჰქონია სამართალდამცველებთან შეხება. ჩემი შვილი სპორტსმენი იყო, წამყვანი ფეხბურთელი იყო გუნდში, სწავლის და ვარჯიშის მეტს არაფერს აკეთებდა, ახლა პროკურატურა ცდილობს სახელი გაუტეხოს.
დიახ, დანასთან ერთად პოზირებს... მე გამოძიებას ნდობას არ ვუცხადებ რამდენიმე თვეა", - აღნიშნავს გაბაშვილი.
ავტორ(ებ)ი :