11.02.2026 22:41
ჩემი შვილი ერთი ვიდეოს გარდა ვერ ამოვიცანით ვერცერთ ვიდეოში, - განუცხადა ჟურნალისტებს გიგა ავალიანის საქმეში ბრალდებული დემეტრე ჩიქოვანის დედა სოფო ძნელაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული ვიდეო არის დიდი დიღმის სკვერში გადაღებული.
„დეტალები ახალ ბრალთან დაკავშირებით, საქმის მასალებიდან არ ვიცი. ცალკე არ მისაუბრია ადვოკატთან. ბრალის შინაარსი ვიცი, რა თქმა უნდა, ახალი ბრალი რაც წაგვიყენეს, თუმცა საქმის მასალებში რა მტკიცებულებები არსებობს, ამის შესახებ ამ წუთას მე არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ. შევხვდები იურისტს ხვალ, ზეგ და უფრო დაწვრილებით მეცოდინება.
ჩემი შვილი ერთი ვიდეოს გარდა ვერ ამოვიცანით ვერცერთ ვიდეოში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს ვიდეო არის დიდი დიღმის სკვერში გადაღებული. დანარჩენ ვიდეოებში ვერც მე და ჩემი ოჯახის ვერცერთი წევრი ვერ ვცნობთ დემეტრეს. გუშინ პროკურატურამ რაც გაავრცელა, რაც ვნახეთ, ადამიანს სცემენ", - აღნიშნა მან.
კითხვაზე აღიარებს თუ არა მისი შვილი ახალ ბრალს, სოფო ძნელაძემ განაცხადა, რომ არ აღიარებს.
ავტორ(ებ)ი :