ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვისას დაპირისპირების ფაქტზე, 15 ადამიანი დააკავეს 18.02.2026 17:44

 

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვისას, სასამართლოსთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე, 15 ადამიანია დაკავებული, - ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

საქალაქო სასამართლოში, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულების პროცესის პარალელურად, სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა - გავრცელებული ინფორმაციით, მიქაძეებისა და ჯოხაძეების ახლობლები ჯანგველაძის მხარის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირების შედეგად, დაზიანებულია ავტომობილი. სამართალდამცველებმა სასამართლოს ტერიტორიაზე რამდენიმე პირი დააკავეს, რამდენიმე კი განარიდეს.

შეგახსენებთ, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, 10:30-ზე დაიწყო.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ