18.02.2026 18:06
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი თავისუფალია. თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გიორგი ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული ყველა სისხლის სამართლის საქმეზე, ასევე სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან.
"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული ყველა სისხლის სამართლის საქმეზე. ასევე სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი რის საფუძველზეც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე და ჯარიმაზე", - განაცხადეს გენერალურ პროკურატურაში.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის დამნაშავედ იყო ცნობილი როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ისე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში
ავტორ(ებ)ი :