„მათ შესაძლოა კავშირი ჰქონდეთ ქართულ კრიმინალურ ჯგუფთან...“ - პოლონეთში 4 ქართველი დააკავეს 18.02.2026 21:08

 

პოლონეთის პოლიციამ, ცენტრალური ანტიტერორისტული ქვედანაყოფის „BOA"-ს მხარდაჭერით, ოთხი საქართველოს მოქალაქე დააკავა. ერთ-ერთი მათგანი ევროკავშირის ტერიტორიაზე გაცემული დაკავების ორდერით იძებნებოდა.

პოლონური მხარის ინფორმაციით, არსებობს ვარაუდი, რომ დაკავებულებს შესაძლოა კავშირი ჰქონდეთ პოლონეთში მოქმედ ქართულ კრიმინალურ ჯგუფთან, რომელიც ცნობილია იუველირების მაღაზიებზე განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმებით. ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევა გასული წლის ბოლოს კრაკოვის ნოვა ჰუტას რაიონში დაფიქსირდა.

გამოძიების ფარგლებში, იანვრის ბოლოს მალოპოლსკის პოლიციამ დააკავა ჯგუფი, რომლებიც ეჭვმიტანილში არიან კრაკოვსა და პოზნანში იუველირების ძარცვებში. ხუთ დაკავებულს შორის, პოლონური მედიის ცნობით, არის 55 წლის მამაკაცი, რომელსაც „კანონიერი ქურდის" სტატუსის მატარებელია და რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, პირადად კურირებდა ჯგუფის საქმიანობას პოლონეთში.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ