ავტომობილში დამწვარი ბიჭები დეიდაშვილები, ხოლო გოგონა - მათი ბიძაშვილია... - რა არის ამ დროისთვის ცნობილი გურჯაანში მომხდარ ტრაგედიაზე 22.02.2026 12:58

 

გურჯაანში, სოფელ მელაანში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილები ერთმანეთის ნათესავები არიან.
ადგილობრივების ინფორმაციით, ავტომობილში დამწვარი ბიჭები დეიდაშვილები, ხოლო გოგონა - მათი ბიძაშვილია.

სოფელში ამბობენ, რომ ახალგაზრდებმა ავტომანქანა უფროსებთან შეუთანხმებლად წაიყვანეს და ეკლესიაში წავიდნენ. საჭესთან, სავარაუდოდ, 14 წლის მოზარდი იჯდა. იქიდან დაბრუნების შემდეგ, მანქანა გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა. გადარჩენილია მხოლოდ ორი მგზავრი.

შემთხვევა გუშინ, ღამით მოხდა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ