ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს ყელისა და სახის არეში დაზიანებები მიაყენა 22.02.2026 17:25

ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს ყელისა და სახის არეში დაზიანებები მიაყენა | ინფორმაციას ამის შესახებ "იმედინიუსი" ავრცელებს. მათი ცნობით, სანიტარმა ახალშობილი პოლიეთილენის პარკში მოათავსა, რის შემდეგაც მის მოშორებას აპირებდა. ქალი ახალშობილთან ერთად კლინიკაში გადაიყვანეს - ბავშვს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

 

 

კლინიკა "მედინას" ექიმმა, ჯუმბერ უნგიაძემ განაცხადა, რომ ქალს ფსიქიატრიული შემოწმება უტარდება.

„საპირფარეშოში შესულა და უმშობიარია....ჰქონია მცდელობა, ნუ, მკვდარია ეს ბავშვი, ყელი აქვს გამოღადრული. არ გამოვიდა საპირფარეშოდან და ამ ბავშვსაც, ქალსაც უამრავი სისხლის ჰქონდა დაკარგული, მერე ერთი ამბავი ატყდა. ბავშვი არის ცოცხალი, მაგრამ ფაქტობრივად, ყელი აქვს გამოღადრული. შეიძლება ტრაქეაც იყოს დაზიანებული. ფსიქიატრს დავუძახეთ, დაცვა დავაყენეთ, რომ თავი არ მოიკლას", - განაცხადა ექიმმა

 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის ე" და"კ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ, ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ