23.02.2026 15:42
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე უკრაინელებს მიმართა.
„როგორც უკრაინის მოქალაქე და უკრაინის პატრიოტმა, მინდა, ჩემი პოზიცია გამოვთქვა, უფრო სწორად ამ საკითხზე ვისაუბრო ჯერ უკრაინულად და შემდეგ ქართულად", - განაცხადა სააკაშვილმა.
აღნიშნულის შემდეგ მოსამართლემ სააკაშვილს საუბარი შეაწყვეტინა და მოუწოდა, ქართულად ელაპარაკა.
„მე ვარ უკრაინის მოქალაქე და მაქვს ამის უფლებას. მე მაქვს უფლება, უკრაინულად ვისაუბრო, უცხო ქვეყნის მოქალაქე ვარ".
ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა: „მტრის წინააღმდეგ მხოლოდ გაერთიანებით შეიძლება გამარჯვება, აღარ უნდა გვქონდეს ცალ-ცალკე პრიორიტეტები, უნდა შევაკვდეთ და ესენი არ უნდა დარჩნენ ხელისუფლებაში".
ავტორ(ებ)ი :