შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე 27.02.2026 11:58

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე - 1993 წელს დაბადებული ნ.ა. და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1993 წელს დაბადებული შ.ჩ. ბათუმში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, პოლიციამ ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი" ნივთმტკიცებად ამოიღო.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალების დაფასოებას ახდენენ და რეალიზაციის მიზნით ბათუმში სხვადასხვა ადგილზე ათავსებენ.

სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 260-ე კვარტა მუხლის „ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ