02.03.2026 16:18
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებს.
დარახველიძის თქმით, სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს ეფექტურ ბრძოლას და ნარკოდანაშაულში მონაწილე ყველა პირს კანონის წინაშე მოუწევს პასუხისგება.
„საზოგადოება ყოველდღე ხედავს არაერთ ფაქტს, როცა ხდება ნარკოტიკების გავრცელების გამოვლენა. პასუხისგებაში მივეცით არაერთი პირი, რომლებიც ნარკოდანაშაულში სხვადასხვა ფორმით იყვნენ ჩართული, მათ შორის ნარკოტიკების გავრცელებაში. სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს ეფექტურ ბრძოლას და ყველა იმ პირს, ვინც გადაწყვეტს, ჩართული იყოს ნარკოდანაშაულში, მოუწევს, კანონის წინაშე უმკაცრესად აგოს პასუხი", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
ავტორ(ებ)ი :