დუშეთში მომხდარი მკვლელობისთვის წარსულში ნასამართლევი პირი „ცხელ კვალზე“ დააკავეს 28.03.2026 11:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი, 1987 წელს დაბადებული ბ.ბ. ცხელ კვალზე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული დუშეთის მუნიციპალიტეტში ყოფით ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირებისას ფიზიკურად გაუსწორდა 1954 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს.

„მიყენებული დაზიანებების შედეგად ა.ბ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ბ.ბ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ