30.03.2026 19:24
პენიტენციურ სამსახურში „იმედინიუსს“ განუცხადეს, რომ მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა თავი შეუძლოდ წნევის დავარდნის გამო იგრძნო.
მათივე განმარტებით, შესაბამისი სამედიცინო მანიპულაციების შემდეგ მიხეილ სააკაშვილს წნევა დაურეგულირდა.
„მსჯავრდებულის განცხადებით, დაცემის შედეგად სტკიოდა ფეხი, თუმცა არც ვიზუალური დათვალიერებით და არც რენდგენოლოგიური კვლევით არანაირი დაზიანება არ ფიქსირდება“, - აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.
სოციალურ ქსელში დღეს ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა გონება დაკარგა საკანში, დაცემისას მიიღო თავისა და კიდურების დაზიანება.
ავტორ(ებ)ი :