31.03.2026 19:01
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულების პროცესი გაიმართა. სხდომაზე გამოიკითხნენ საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის, არასრულწლოვანი გოგოს მშობლები. გიგა ავალიანის საქმეზე სამართალდამცველებმა 4 პირი დააკავეს.
"დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხნენ ნია იმნაძის მშობლები, როგორც დედა, ასევე მამა. აღნიშნულმა პირებმა ცადეს გიგა ავალიანისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენება და განაცხადეს ისეთ გარემოებებთან დაკავშირებით, თითქოსდა მათი შვილი იყო სექსუალური შევიწროების მსხვერპლი. თუმცა, მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის ობიექტურობაში თავიდანვე გვეპარებოდა ეჭვი. ისინი არიან სუბიექტური მხარე დაინტერესებული საქმის შედეგებით და ნია იმნაძის იმიჯითაც საზოგადოებაში. ამიტომ, აღნიშნულმა პირებმა განაცხადეს ისეთ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქმის სხვა მტკიცებულებებთან და თავად ნია იმნაძის სამ გამოკითხვის ოქმთანაც, რომელიც უდაოდ იქნა მიჩნეული დაცვის მხარის მიერ," - აცხადებს პროკურორი, ქეთევან სონიძე.
ავტორ(ებ)ი :