„რეზონანსი“: „ჯაშუშებზე ნადირობა“ თუ დაკავება „ყალბი დოკუმენტის გამო“ - რა იკითხება სუს-ის მიერ გავრცელებული ტექსტის მიღმა 04.04.2026 19:12

 

გაზეთი „რეზონანსი" უცხო ქვეყნის მოქალაქის დაკავების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გამოქვენებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოცემის მიერ გარკვეულ დამატებით დეტალებზე წერს.

„დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საზოგადოებას ბრიფინგის საშუალებით აცნობა, რომ დააკავა უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ბრალი ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებაში ედება. ბრალდებული პირი, იმავდროულად, სხვა ქვეყნის მოქალაქის ყალბი პასპორტის გამოყენებით, ცდილობდა დიდი ოდენობით უძრავი ქონების დაუფლებას.

ერთი შეხედვით ამაში არაფერი უცნაური არ იქნებოდა, რომ არა სუს-ის მიერ ამ ფაქტობრივ ინფორმაციამდე წანამძღვარი, რომ უსაფრთხოების სამსახური, კერძოდ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლები ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ კონტრდაზვერვით და შესაბამის ოპერატიულ ღონისძიებებს საქართველოში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირების გამოვლენისა და მათი სხვადასხვა დანაშაულში მხილების მიზნით.

სუს-ის მცირედ მონათხრობში საკმარისი მინიშნებებია, თუმცა „რეზონანსმა" საქმესთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტი გაარკვია. კერძოდ, ჩვენი ინფორმაციით, სუს-მა რეალურად ერთ-ერთი, ანგარიშგასაწევი ქვეყნის ჯაშუში დააკავა, თანაც იმ ქვეყნის, რომელთანაც საქართველოს კარგი ურთიერთობა აქვს. სწორედ ამ ურთიერთობის გათვალისწინებით, სუს-მა დაკავებული ჯაშუშის ბრალდება დელიკატურად შეარჩია და მესიჯი გაუგზავნა მის პატრონებს, რომ სიტუაციას აკონტროლებს და საქართველოში აგენტურის მუშაობას აუცილებლად გააკონტროლებს", - წერს „რეზონანსი".

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ