ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა 05.04.2026 11:13

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის, მოხმარებისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ვ.ქ. რუსთავში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მის მიერ მითითებული ადგილებიდან, სარეალიზაციოდ დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ" ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ