14.04.2026 20:23
კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებული სპეკულაციების შემდეგ, რომლის მიხედვითაც თითქოს პრეზიდენტმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, შეწყალების უფლებამოსილება არ გამოიყენა, "რუსთავი 2-მა" კითხვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პრეზიდენტის პრესსამსახურმა განგვიცხადა, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შეწყალების კონკრეტულ ვადებს:
"შეწყალების უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას წარმოადგენს, რომელიც ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს, ასევე სახელმწიფო ინტერესს, ამასთან, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შეწყალების კონკრეტულ ვადებს,"- განუცხადა "რუსთავი 2-ს" პრეზიდენტის პრესსამსახურმა.
ავტორ(ებ)ი :