17.04.2026 12:08
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქეები: 2000 წელს დაბადებული ვ.მ. და იმავე წელს დაბადებული ნ.უ. დააკავეს.
„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი" და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
ავტორ(ებ)ი :