სუს-ი გიორგი უძილაურთან დაკავშირებით ვიდეომასალას აქვეყნებს 08.05.2026 17:08

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურთან დაკავშირებით ვიდეომასალას აქვეყნებს.

როგორც სუს-ის ინფორმაციაშია აღნიშნული, ფარულ ვიდეოჩანაწერში ჩანს მის მიერ ინსტრუქტაჟის მიღების, თანხის გადაცემისა და შესაბამისი ხელმოწერის გაკეთების ფაქტი.

„ვასაჯაროებთ ფარული ვიდეოჩანაწერის ნაწილს, სადაც ჩანს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მოქალაქის მიერ, კონსპირაციული შეხვედრის დროს, ინსტრუქტაჟის მიღების, თანხის გადაცემისა და შესაბამისი ხელმოწერის გაკეთების ფაქტი", - ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.

ცნობისთვის, უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა გიორგი უძილაურის დაკავების შესახებ 5 მაისს განაცხადა. უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ