პროკურატურამ გორში პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო 27.05.2026 15:40

 

პროკურატურამ გორში პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

 

პროკურატურის ცნობით, ამ ეტაპზე გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მიმდინარეობს.

 

„საქართველოს პროკურატურამ გორში პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვე ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას უმოკლეს დროში ვაცნობებთ", - ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ