გორში მომხდარი ინციდენტისას სამართალდამცველების მიერ დაკავებული პროკურატურის დადგენილების საფუძველზე გათავისუფლდა 27.05.2026 22:38

 

გორში მომხდარი ინციდენტისას სამართალდამცველების მიერ დაკავებული პროკურატურის დადგენილების საფუძველზე გათავისუფლდა.

„ქრონიკის" ჟურნალისტის ინფორმაციით, პროკურატურის თანამშრომლებთან და ადვოკატთან ერთად იგი გადაჰყავთ ექსპერტიზაზე, სადაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება.

მანამდე ადვოკატზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცველების მიერ ნაცემი პირი, რომელიც „საქართველოს ბანკში" მუშაობს, დაკავებული იყო 353-ე მუხლით, რაც პოლიციელზე ძალადობას გულისხმობს.

ადვოკატი მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. თავად დაზარალებული დამოუკიდებლად გადაადგილდება, თუმცა სახეზე ძალადობის კვალი აღენიშნება.

პროკურატურამ გორში, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ