გორის რაიონულმა სასამართლომ უფლებამოსილების ძალადობით გამოყენების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა 29.05.2026 17:59

 

გორის რაიონულმა სასამართლომ უფლებამოსილების ძალადობით გამოყენების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა მიიღო.

დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის ორივე შუამდგომლობა პატიმრობის მოთხოვნისა და თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

დაცვის მხარე დაკავებული პოლიციელების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა და აცხადებდა, რომ ბრალდების მხარემ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე იჩქარა და პატიმრობისთვის საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს.

როგორც ბრალდების მხარე აცხადებს, მტკიცებულებების განადგურების, ასევე მიმალვის მაღალი საფრთხიდან გამომდინარე, პატიმრობა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო.

პროკურორის განმარტებით, პოლიციელების მხრიდან ნაცემ ორივე პირს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა და გამოძიება გრძელდება.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ