ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი პირი „ადამიანის უფლებათა კავკასიური ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ირაკლი ჩიხლაძეა 30.05.2026 16:00

სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი პირი „ადამიანის უფლებათა კავკასიური ინსტიტუტის" დირექტორი ირაკლი ჩიხლაძეა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

 

არსებული ინფორმაციით, ირაკლი ჩიხლაძე ასევე არის „სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის" წევრი, „ცხინვალის სამხარეო პროფესიული კავშირების ცენტრის" გამგეობის წევრი და ასოციაცია „თექალის" დამფუძნებელი.

 

როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, დაკავებული საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ჟურნალისტურ, ექსპერტულ და სხვა პროფესიულ წრეებში პირადი კონტაქტების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების შესაბამისად, სისტემურად ახორციელებდა მათთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემას. უწყების ცნობით, დაკავებულის მიერ გადაცემული ინფორმაცია მოიცავდა საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესების შესახებ საინტერესო მონაცემებს. ამასთან, როგორც სუს-ში აღნიშნეს, ონლაინპლატფორმის საფარით მართავდა სადაზვერვო ქსელს, ასევე ახორციელებდა სპეცსამსახურებისგან მიღებული თანხების ქსელის წევრებს შორის განაწილებას.

 

ამასთან, მანამდე, სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა „ევრაზიული ინსტიტუტის" დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ