31.05.2026 20:28
მკვლელობა მოხდა ბათუმში. ცეცხლსასროლი იარაღიდან 50 წლამდე მამაკაცს ესროლეს, რომელიც კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
„ცოლ-შვილს ელოდებოდა და მაგ დროს ესროლეს. სალონში ჰყოლია ცოლ-შვილი მოყვანილი, იქ იდგა ეტყობა. კაცს 8 ჭრილობა მიაყენეს, ფეხებში, მუცელში, კისერში" - ამბობს ადგილობრივ მედიასთან ერთ-ერთი თვითმხილველი.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ ე.წ. ბონის დასახლებაში, ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს
ავტორ(ებ)ი :