სუს-ის უფროსმა, გეკა გელაძემ თურქეთის ელჩ მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა 01.06.2026 13:49

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გეკა გელაძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

 

სუს-ის ცნობით, გეკა გელაძემ ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ორი ქვეყნის შესაბამის სამსახურებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე.

 

საუბარი ასევე შეეხო სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებასა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. გეკა გელაძემ ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებს შორის არსებული თანამშრომლობის განმტკიცების აუცილებლობას.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ