ირაკლი კობახიძე - პროკურატურისა და აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი ღონისძიება ძალიან კარგი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება, წარმატებით ვითანამშრომლოთ კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებზე 02.06.2026 16:51

ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება, წარმატებით ვითანამშრომლოთ კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საქართველოს პროკურატურისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებულ ღონისძიებას ეხებოდა, სადაც ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი გამოვლინდა.

 

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც იყო ჩართული ამ საქმის გამოძიებაში.

 

„ჩვენ ყველანაირად მზად ვართ, რომ მომავალშიც განვავითაროთ ამ ტიპის თანამშრომლობა. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება, წარმატებით ვითანამშრომლოთ კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებზე. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იყო ჩართული ამ საქმის გამოძიებაში, მათ შორის ჩვენი პროკურატურის წარმომადგენლებს. მომავალშიც მზად ვართ ასეთი თანამშრომლობისთვის", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ