თბილისში, მტკვარში მანქანის გადავარდნის საქმეზე ერთი პირი დააკავეს 04.06.2026 15:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დააკავეს.

 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 ივნისს, მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას შექმნა ავარიული ვითარება და შეეჯახა იქვე მოძრავ ავტომობილებს, რის შემდეგაც ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

 

აღნიშნული მძღოლის საძიებო სამუშაოები ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რომელშიც მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამაშველო სპეც-ტექნიკა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

მტკვარ­ში 3 ივ­ნისს გა­და­ვარ­დნილ ავ­ტო­მო­ბილ­სა და მის მძღოლს ამ დრომ­დე ეძე­ბენ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ბი­ჭის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი "ჯე­ტას" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლით მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე გვი­ან ღა­მით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, როცა მას უკ­ნი­დან მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა.

შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად მან­ქა­ნა მტკვარ­ში გა­და­ვარ­და. ამ შემ­ზა­რავ ფაქტს რო­გორც ჩანს, ჰყავს თვითმხილ­ვე­ლე­ბი და ტრა­გე­დი­ის წუ­თი­დან მი­დის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით ავ­ტო­მო­ბილს ვერ მი­აგ­ნეს.  ახალ­გაზ­რდა, რო­მელ­საც ეძე­ბენ, 36 წლის რაჟ­დენ ჩინ­ჩა­ლა­ძეა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ