05.06.2026 12:40
პრეზიდენტის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირებიდან ნაწილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება.
საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება რვა ადამიანს: ევა შანშიაშვილს, ალექსანდრე გოგოლაძეს, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გენადი კელიხაშვილს, დათო ღუწკაიას. მათ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარეს და მტკიცებულებები უდავოდ გახადეს.
15 ბრალდებულიდან საპროცესო შეთანხმება ამ ეტაპზე არ უფორმდება შვიდ პირს - ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ია დარახველეს, ზაქრო ალბუთაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს და დავით სტურუას. ისინი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ. მათ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადეს, რომ 4 ოქტომბერს საქართველოს ინტერესებს იცავდნენ.
რაც შეეხებათ პირებს, რომლებმაც ბრალი აღიარეს, საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო. მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღეში სასამართლო მხარეებს შორის მიღწეულ საპროცესო შეთანხმებას დაამტკიცებს, ბრალდებულები სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდებიან. მათ პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას სამწლიანი პირობითი მსჯავრით უფორმებს.
ავტორ(ებ)ი :