07.06.2026 14:47
რუსთავის საქალაქო სასამართლომ 50 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეუფარდა- გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა მიიღო. საქმის პროკურორი, ხატია გოგრიჭიანი ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იქნება ბავშვის საუკეთესო ინტერესები.
50 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ 50 წლის კაცმა 16 წლის ბიჭზე სექსუალური ძალადობა სცადა. ასევე არასრულწლოვანი ბიჭის ადვოკატის ინფორმაციით, არსებობენ მოწმეები, სხვა არასრულწლოვანები, რომლებზეც მოკლულმა კაცმა წარსულში სექსუალური ძალადობა სცადა
დაკავებულს ექსპერტიზაც ჩაუტარდა, თუმცა პასუხი ჯერ უცნობია.
მკვლელობა რუსთავში 5 ივნისს მოხდა. მოზარდის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ 50 წლის კაცმა არასრულწლოვან ბიჭზე სექსუალური ძალადობა სცადა და ბავშვი თავს იცავდა. დანაშაულის იარაღი სამზარეულოს დანაა. ოჯახის წევრების თქმითვე არასრულწლოვანმა თავადვე შეატყობინა დანაშაულის შესახებ, შემდეგ კი პოლიციას ჩაბარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 50 წლის კაცი რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა აზერბაიჯანიდან და რუსთავში ბინა იქირავა. ის გარდაბნის სოფლებში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. სწორედ ერთ-ერთი სოფლის მკვიდრია 15 წლის ბიჭი, რომელსაც ოჯახის ინფორმაციით კაცმა ანაზღაურების სანაცვლოდ მშენებლობაზე დახმარება შესთავაზა, ამის შემდეგ კი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ავტორ(ებ)ი :