პრემიერი - ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებით იყო სერიოზული პრობლემები, მთლიანობაში, ამ პერიოდის განმავლობაში, პასუხისგებაში მიეცა 15 კანონიერი ქურდი და ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 335 პირი 26.06.2026 15:39

იყო გარკვეული პრობლემები დაგროვილი კრიმინალის მიმართულებით, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ძალიან ცუდი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული, ამას სჭირდებოდა რადიკალური ნაბიჯებით დაპირისპირება და ასეთი ზომები გატარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.

 

„ცალკე უნდა შევეხოთ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციას, სადაც გასული ერთი წლის განმავლობაში გვქონდა თვისებრივი ცვლილებები. იყო გარკვეული პრობლემები დაგროვილი კრიმინალის მიმართულებით, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით. იყო პრაქტიკა, რომ ქალაქში, თბილისში დარბოდნენ ახალგაზრდები თუ არაახალგაზრდები იარაღით. ძალიან ცუდი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული და ამას სჭირდებოდა რადიკალური ნაბიჯებით დაპირისპირება და ასეთი ზომები გატარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.


ასევე, ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებით იყო სერიოზული პრობლემები. მთლიანობაში, ამ პერიოდის განმავლობაში, პასუხისგებაში მიეცა 15 კანონიერი ქურდი და ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 335 პირი. ასევე პასუხისგებაში მიეცა ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული 8 000-ზე მეტი პირი.


ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის და ჩანაცვლებითი თერაპიის მიმართულებით. კერძო სექტორს ჰქონდა მინდობილი ეს საკითხები და აქაც იყო სერიოზული ეჭვები მანკიერ პრაქტიკებთან დაკავშირებით. მთლიანად წამოვიღეთ ეს ყველაფერი სახელმწიფო სექტორში, რაც საბოლოო ჯამში, მთლიანად უზრუნველყოფს მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრას ორივე მიმართულებით, როგორც ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციის, ისე ჩანაცვლებითი თერაპიის მიმართულებით", - განაცხადა პრემიერმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ