ოკუპირებულ აფხაზეთში "ჯაშუშობის" ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს 13.03.2026 15:00

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ტყვარჩელის რაიონის სოფელ ოქუმში "ჯაშუშობის" ბრალდებით საქართველოს მოქალაქე - 1968 წელს დაბადებული ემზარ ბაღიშვილი დააკავეს , რომელსაც "აფხაზეთში ბინადრობის ნებართვა" ჰქონდა.

ე.წ. უშიშროების სამსახურის განცხადებით, ბაღიშვილს "აფხაზეთის რესპუბლიკაში სოციალურ-პოლიტიკური ვითარების, ასევე სამხედრო ტექნიკისა და ტრანსპორტის მარშრუტების შესახებ საქართველოს სპეცსამსახურებისთვის ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას" ედავებიან.

დე ფაქტო უწყებას საქართველოს მოქალაქის "ჯაშუშობაში" ეჭვმიტანილად გამოცხადების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

ე.წ. უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ბაღიშვილს ეკითხებიან, სად ცხოვრობენ მისი შვილები.

"ორი საქართველოში, ერთი ამერიკაში", - პასუხობს ის.

"ე.წ უშიშროების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს სპეცსამსახურებთან ურთიერთქმედების ასეთი შემთხვევები მცდელობის ეტაპზევე აღიკვეთება, რაც იძლევა აფხაზეთის რესპუბლიკის ინტერესების დაზიანების აღკვეთის საშუალებას", - ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ