როგორ დავიცვათ თავი ზამთრის ვირუსებისგან 30.10.2025 15:11

ადამიანის ორგანიზმს მრავალი დამცველობითი ფუნქცია აქვს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყნოსვის ორგანოს ცხვირი როლი, რომელიც ყოველდღიურად გვიცავს უხილავი საფრთხეებისგან. ის წარმოადგენს სუნთქვისა და ყნოსვის სასიცოცხლო ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ჩასუნთქული ჰაერის გათბობას, დატენიანებასა და გაფილტვრას. ცხვირის ლორწოვანი გარსი ერთგვარი ფილტრია, რომელიც აჩერებს მტვერს, ბაქტერიებსა და ვირუსებს და ხელს უშლის მათ შეჭრას ორგანიზმში. ის დღის განმავლობაში მუდმივადა გამოყოფს ლორწოს, რომელიც მონაწილეობს ლორწოვანი გარსის დატენიანებასა და მავნე ნაწილაკებისა და მიკროორგანიზმების შეჩერებაში. თუმცა, ყოველდღიური გარემო ფაქტორები ხშირად აზიანებენ ან აფერხებენ ცხვირის ბუნებრივ ფუნქციას.

თანამედროვე პირობებში ლორწოს სინთეზის დარღვევა და ცხვირის ლორწოვანის გამოშრობა შესაძლებელია მრავალმა ფაქტორმა გამოიწვიოს. ცხვირის სიმშრალე საკმაოდ გავრცელებული და შემაწუხებელი პრობლემაა, რომელსაც იწვევს: არახელსაყრელი კლიმატური და ეკოლოგიური პირობები, კონდიცირებული ჰაერი, ზედა სასუნთქი გზების ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები, საწარმოო მტვერი, სხვადასხვა მედიკამენტის გამოყენება, ქრონიკული რინიტი, მოწევა და ხანდაზმული ასაკი. ამ სტრესულ პირობებში ლორწოვანი იწყებს თავისი რესურსების ამოწურვას - შრება, კარგავს ბუნებრივ ტენიანობას და ბარიერი თანდათან სუსტდება. ამის შედეგად, ირღვევა ლორწოვანის დამცველობითი ფუნქცია, რაც პათოგენებს ხელსაყრელ პირობებს უქმნის.

ბავშვები მეტად დაუცველები არიან ვირუსებისა და ბაქტერიბის წინააღმდეგ. ბავშვის ორგანიზმი მუდმივად ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესშია, ისევე როგორც მათი იმუნური სისტემა. როდესაც ბავშვი აღმოჩნდება ვირუსის პირისპირ, საბავშვო ბაღში, სკოლაში ან ნებისმიერ ადგილას, სადაც ინფექციები სწრაფად ვრცელდება, ცხვირი ხდება პირველი დამცველი ბარიერი. ხშირად ბავშვის ცხვირის ლორწოვანი გარსი უკვე გამოშრალი და დაზიანებულია, ის ვეღარ ახერხებს მავნე ნაწილაკების შეჩერებას. შედეგად, ვირუსები მარტივად აღწევენ ორგანიზმში და იწყება სურდო, შეშუპება და დისკომფორტი. ამრიგად, წლის ამ სეზონზე მშობლებისთვის ხშირი გამოწვევაა, როდესაც მათ შვილებს ერთი ინფექციის დასრულებისთანავე, უკვე ახალ ვირუსთან გამკლავება უწევთ, რადგან ბავშვის იმუნური სისტემა ხშირად ვერ ასწრებს სრულ აღდგენას და ავადობა მთელი ცივი სეზონის პერიოდში გრძელდება.

 

ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები წლის ამ სეზონზე მხოლოდ ბავშვების პრობლემას არ წარმოადგენს. ზრდასრულებსა და ხანდაზმულებშიც კი, ცხვირის ლორწოვანი გარსის ფუნქციის დარღვევა, გამოწვეული კონდიცირებით, მოწევით, გარემო ფაქტორებით ან გარკვეული მედიკამენტებით, სერიოზულ დისკომფორტს იწვევს. ამიტომ, როგორც მოზრდილებში, ასევე ზრდასრულებსა და ხანდაზმულებში მნიშვნელოვანია ცხვირის ლორწოვანი გარსის მუდმივი გასუფთავება, დატენიანება და მისი ნორმალური, დამცავი ფუნქციის აღდგენა.

რადგან ცხვირის ღრუს ჰიგიენა, სანაცია და ლორწოვანის აღდგენა გადამწყვეტია, განსაკუთრებით წლის ცივ სეზონზე, მნიშვნელოვანია ისეთი საშუალების შერჩევა, რომელიც ამ პროცესს დაეხმარება ბუნებრივად და უსაფრთხოდ. ლორწოვანის სწორად დატენიანება არ ნიშნავს მხოლოდ გამორეცხვას. ის გულისხმობს მის გაჯანსაღებას, ბალანსის აღდგენასა და იმ ბუნებრივი ბარიერის გაძლიერებას, რომელიც გვიცავს ვირუსებისა და ბაქტერიებისგან. სამწუხაროდ, სიმპტომების სწრაფად მოხსნის მიზნით, ბევრი ადამიანი მიმართავს ე.წ. "გამხსნელი" ცხვირის წვეთების თვითნებურ და უკონტროლო გამოყენებას. ეს საშუალებები, მიუხედავად იმისა, რომ სწრაფად ხსნის ცხვირის გაჭედვას, არ არის განკუთვნილი ხანგრძლივი გამოყენებისთვის. ასეთი მიდგომა ხშირად იწვევს "ცხვირის გამხსნელ საშუალებებზე დამოკიდებულებას", რაც არა თუ აუმჯობესებს, არამედ პირიქით, ამძიმებს ლორწოვანის მდგომარეობას, მათი მოქმედება კი მხოლოდ სიმპტომურია და არ აგვარებს პრობლემას. ამრიგად, მნიშვნელოვანია ისეთი კომბინირებული პრეპარატის გამოყენება, რომელიც უზრუნველყოფს ცხვირის ლორწოვანი გარსის სისუფთავეს, დატენიანებას, რეგენერაციასა და უსაფრთხოებას.

ამ საჭიროებას ზუსტად პასუხობს ორმაგი მოქმედების ნიამარინი-პანთენოლი ცხვირის სპრეი, რომელიც არის ზღვის მარილის იზოტონური ხსნარისა და პანთენოლის უნიკალური კომბინაცია.

ზღვის მარილის იზოტონური ხსნარი ხელს უწყობს ცხვირის ღრუს ფიზიოლოგიურ სისუფთავეს: იცავს ცხვირს მტვრის ნაწილაკებისგან, ალერგენებისა და მიკროორგანიზმებისაგან, ამცირებს შეშუპებას და აუმჯობესებს ცხვირით სუნთქვას. ის აღადგენს ლორწოვანში ბუნებრივ ტენიანობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშრალი ჰაერის, გათბობის ან კონდიციონერის პირობებში.

პანთენოლი (CA-D-პანტოთენატი) კი მოქმედებს როგორც რეგენერაციისა და დამცავი პროცესების სტიმულატორი. ის ამშვიდებს გაღიზიანებულ ლორწოვანს, ამცირებს წვასა და სიმშრალეს, აჩქარებს უჯრედების აღდგენას და ხელს უწყობს დაზიანებული ზედაპირის შეხორცებას. პანთენოლი ხასიათდება ასევე ძლიერი დამატენიანებელი ეფექტით.

ამრიგად ნიამარინი-პანთენოლი კომბინირებული მოქმედებით, ეფექტურია, არა მხოლოდ ცხვირის სიმშრალისა და გაღიზიანების დროს, არამედ სეზონური ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების პროფილაქტიკისთვისაც. მისი გამოყენება სრულიად უსაფრთხოა ყველა ასაკში: ჩვილების, მოზარდების, ზრდასრულებისა და ხანდაზმულებისთვის, ასევე ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის. პრეპარატი არ იწვევს მიჩვევას და შეიძლება გამოყენებულ იქნას ხანგრძლივად, როგორც სამკურნალო, ასევე პროფილაქტიკური მიზნით.

ნიამარინ-პანთენოლი გამოიყენება: ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში - 1 შესხურება თითოეულ ნესტოში, 2-3-ჯერ დღეში და საჭიროების შემთხვევაში მეტჯერ, ხოლო მოზრდილებსა და ერთი წელზე უფროსი ასაკის ბავშვები - 1-2 შესხურება თითოეულ ნესტოში 4-6-ჯერ დღეში და საჭიროების შემთხვევაში მეტჯერ. გამოყენებამდე გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.

(R)

 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ