დღე: 32

ღამე: 19

USD 2.6974

EUR 3.1398

თეატრ "სახელოსნო 42"-ის შემოდგომის სეზონის წარმდგენია თიბისი კონცეპტი 27.08.2025 11:16

ლევან წულაძის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცე შემოდგომის სცენას, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, 16 სექტემბრიდან იწყებს. ცნობილ და საყვარელ სპექტაკლებთან ერთად, მაყურებლებს პრემიერა „ვერაგობა და სიყვარული“ ელოდებათ.

თიბისი კონცეპტის VISA ბარათის მფლობელებისთვის მეოთხე რიგის ბილეთებზე მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.

ფასდაკლებით სარგებლობისთვის და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

თეატრის გენერალური სპონსორია თიბისი კონცეპტი და VISA.

 

გაეცანით სექტემბერ - ოქტომბერის სპექტაკლების აფიშას:

 

16, 20, 24 სექტემბერი - „ამარკორდი“

სპექტაკლი სიყვარულის წერილია იმ სამყაროზე, სადაც ადამიანები ერთმანეთისთვის არსებობენ და შეხსენება იმისა, რამდენად მარტივად შეუძლია ბოროტებას წაგვართვას ყველაზე ძვირფასი: თავისუფლება და ბედნიერება, რომელსაც ერთმანეთს ვუზიარებთ.

17, 21 სექტემბერი, 4 ოქტომბერი - „ცხვირი“

თქვენი სახელი? სტატუსი? გავლენა? და თუ ერთ დილას აღმოაჩენთ, რომ ეს ყველაფერი სხვას გადაეცა - თქვენ ვინ იქნებით? იღვიძებ და ცხვირი აღარ გაქვს. მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი ის კი არ არის, რომ ის გაქრა – არამედ ის, რომ ის უკვე სხვაგანაა. შენთვის განკუთვნილ ადგილას. შენს სამუშაო მაგიდასთან. შენს ტანსაცმელში. მას შენი სახელი ჰქვია, მას შენი გავლენა აქვს და შენზე მეტად სცემენ პატივს. რა რჩება ადამიანისგან, როცა მას საკუთარი ცხვირი აღარ ეკუთვნის? რა რჩება პიროვნებისგან, როცა მისი როლი და თანამდებობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის თავად?

 

18 სექტემბერი - ვერაგობა და სიყვარული - „პრემიერა“

არსებობს სიყვარული იქ, სადაც მაღალი ფენის წარმომადგენლები ვერაგობას საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად იყენებენ? სადაც სიყვარული იძულებულია დაემორჩილოს იერარქიას; სადაც სიყვარული ინსტრუმენტი ხდება; შეიძლება კი ამ ვითარებაში სიყვარულსა და ვერაგობას შორის ზღვარი არსებობდეს?

 

27 სექტემბერი - „TooTsie“

სპექტაკლის იდეა ამავე სახელწოდების ფილმიდან მოდის, თუმცა მთავარი აქცენტი მსახიობის პროფესიისადმი სიყვარულზე და თავგანწირვაზეა. ეს არის ამბავი მსახიობის უამრავი ფიქრის, ტკივილის, გრძნობების და იმ მთავარი მისიის შესახებ, რომელიც საკუთარ თავს თავადვე განუსაზღვრა და ამ მისიის შესასრულებლად ყოველ დღე იბრძვის.

 

1 ოქტომბერი - „1921-1924“

სპექტაკლში მოქმედება საქართველოს დამოუკიდებლობის ბოლო დღეების და ბოლშევიკური რეპრესიების ფონზე ვითარდება. საქართველოს გასაბჭოებამ თაობებს წაართვა მომავალი, ოცნება, მთლიანად ცხოვრება და დიდი ხნით გამოუვალ, ტრაგიკულ მდგომარეობაში გამოკეტა.

 

5 ოქტომბერი - „ბენზინგასამართი სადგური“

როდესაც ცხოვრება უმართავი სისწრაფით მიგვაქანებს, ხშირად გვავიწყდება ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. სპექტაკლი გვიამბობს ექვსი ადამიანის ისტორიას, რომლებიც ბედისწერის წყალობით „ბენზინგასამართ სადგურზე“ აღმოჩნდებიან და იძულებულნი არიან ყოველდღიური გიჟური რიტმის ფონზე სულ რამდენიმე საათით შეისვენონ. ამ ხანმოკლე პაუზაში მათ ეძლევათ შანსი, თავიდან დაინახონ ერთმანეთი

 

 

(R)

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ